2026-03-19 15:39:18, 2447 ნახვა
პოლიტიკა
ანზორ ჩუბინიძე: [სააკაშვილის სამებაში ეტაპირების შემთხვევაში] უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია
ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატრიარქის დაკრძალვაზე მიყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. რამდენად მოხდება ასეთი გამონაკლისის დაშვება, ეს არ ვიცი. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნებამ, თუმცა მე მართალი გითხრათ, მე მაგალითად არ დავუჭერდი მხარს, იმიტომ, რომ მასებთან, შესაძლოა, აღელვება მოჰყვეს ამ ყველაფერს", - განაცხადა ჩუბინიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე ციხიდან ეტაპირებას ითხოვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,