19:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 12:08:05, 1748 ნახვა

საზოგადოება
სუს; ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია - 2006 წელს დაბადებული პირი

სუს-ის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ბრალდებით- 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს. 

უწყების თანახმად, სხვა პირების მიმართ ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან/და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინებები შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსი ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია - 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - თქვეს სუს-ში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics