13:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-03 17:41:04, 423 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის".

მას 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

რუსეთის გენპროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძე 2022 წლის თებერვალში დაქირავებულის სტატუსით ჩავიდა უკრაინაში, სადაც შეუერთდა "ქართული ლეგიონის" შემადგენლობას - 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობას იღებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში.

რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბარამიძემ მიიღო ანაზღაურება - რომელმაც 238 ათას რუბლს გადააჭარბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics