15:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-06 14:45:02, 541 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის ანა ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო

ბაჩო ახალაიას ცოლის ანა ნადარეიშვილის ცნობით, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან და შეატყობინეს, რომ "სავარაუდო დარღვევის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაწყებულია საქმისწარმოება 2026 წლის 05 იანვრის N32/26 განცხადების საფუძველზე".

ის წერს, რომ დაუსვეს დამატებითი კითხვები და მოსთხოვეს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, წერილობითი ფორმით, კონკრეტულ უფლებადარღვევებთან დაკავშირებით.

ის აღნიშნავს, რომ დამატებით წერილს ომბუდსმენის აპარატში ხვალ შეიტანს.

ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ, 5 იანვარს, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მიმართავდა სახალხო დამცველს და მოითხოვდა, შეესწავლათ ბაჩო ახალაიას მიმართ, სავარაუდო, მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, შეეფასებინათ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, როდესაც შეიარაღებული სპეცრაზმი მათ სახლში მივიდა მაშინ, როცა იქ არასრულწლოვანი იმყოფებოდა და სასამართლოს მიერ პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გადაწყვეტილება, აგრეთვე განესაზღვრათ მისი სამართლებრივი სტატუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics