2025-09-24 18:43:57, 2106 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი- ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები მხოლოდ სუსტდება
ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპაში ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო, სადაც ადამიანთა უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება მხოლოდ სუსტდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსი ასევე მიიწევდა რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. არ შეიძლება, რომ ევროპამ მოლდოვის დაკარგვაც დაუშვას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოსთვის დახმარების გაწევის საჭიროებას და როგორ გაუშვა შანსი ხელიდან ბელარუსთანაც. მოლდოვა არ უნდა დაიკარგოს. - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,