18:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-02 16:34:32, 1584 ნახვა

კომენტარი
კუპრაძე - ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს

დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა. ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა.ეს არ არის სასამართლო - ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.თავისი შეუპოვრობით, ბოლომდე ბრძოლით და სამშობლოს სიყვარულით დღეს ბიჭებმა ეს რეჟიმი დაამარცხეს!

ყველამ უნდა დავდოთ პირობა ერთმანეთის წინაშე, რომ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების ყველა დამკვეთი და შემსრულებელი სამართლიანი სასამართლოს მიერ სამაგალითოდ დაისჯება!

თავისუფლება ბიჭებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა  სინდისის პატიმრებს ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით პატიმრობა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics