02:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 19:44:11, 982 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - თუ საჭირო გახდა, რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს რამდენიმე საათში აღადგენს

საჭიროების შემთხვევაში რუსეთს სირიაში შეიარაღებული ძალების დაბრუნება რამდენიმე საათში შეუძლია, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა კრემლში სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა.

როგორც მედია საშუალება იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა სირიის საჰაერო სივრცის დაცვის აუცილებლობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ნებისმიერი სამიზნის წინააღმდეგ გამოიყენებს, თუკი მათი აზრით რუს სამხედროებს საფრთხე შეექმნებათ. 

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა სირიაში ჩატარებულ ოპერაციას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის დამსახურებით მდგომარეობა სირიაში უკეთესობისკენ მიიწევს. პუტინის თქმით, ავიაკამპანიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 33 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics