14:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 10:43:31, 795 ნახვა

ეკონომიკა
ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ მალე გაიხსნება - გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO

1 მაისს, 18:00 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ გაიხსნება. გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO.

გამოფენის სათაური, კონცეფცია და მთლიანი ვიზუალური ქსოვილი წარმოადგენს კურატორის, კონსტანტინე ბოლქვაძის რეფლექსიას ხელოვანზე.

მონუმენტურ ფერწერულ ტილოებს დრამატულობა და თხრობის პათოსი აერთიანებს. თუმცა,  თითოეული ტილო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეთავია - ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სერიას.

არტისტი უდროო, იმპერსონალურ სივრცეებში მოგზაურობს. მისი მიზანი არა სტილის და ეპოქის სულის გაცოცხლება, არამედ ქართულ, ლოკალურ კონტექსტზე რეფლექსიის მოხდენა და ალეგორიული სიუჟეტებით მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე საუბარია.

ნამუშევრებში ამბივალენტური ნიუანსებიც იკითხება: ტოქსიკური ფერები და ჰოლანდიური ვალიორი, ჰარმონია და ქაოსი, სიცოცხლე და თანატოსი, კლასიკა და პოსტმოდერნიზმი....

ტატო ახალკაციშვილი

ტატო ახალკაციშვილი 2000-იანების თაობას მიეკუთვნება. იგი მულტიმედიური არტისტია, ფერწერის და გრაფიკის გარდა, ქმნის ფოტოებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს, ობიექტებს და ვიდეოარტს. ტატო იყო „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წევრი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ამ ჯგუფის ნოვატორულობა გამოიხატებოდა შემდეგი ნიშნებით: პოსტსაბჭოთა სივრცის რეფლექსია, კოლექტიური მეხსიერების პრობლემა და ქართულ ხელოვნებაში ახალი ფიგურატიულობისა თუ ჰიპერრეალიზმის სტილების დანერგვა.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics