2015-02-13 15:28:28, 873 ნახვა
სამართალი
ოჯახის ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს ახალი საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს
ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს ახალი საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს,-ამის შესახებ ინფორმაციას რაფალიანცის ოჯახი ავრცელებს.
მათი თქმით, გარემოებების შესწავლა თავიდან იწყება. ოჯახს იმედი აქვს, რომ გამოძიება სწრაფი ტემპით მოხდება და საქმე გაიხსნება.
"მიხვდნენ რომ ის ყველაფერი არასწორი იყო, შეგნებულად გააკეთეს იმ გამომძიებლებმა, ვისი დავალებით მაგას ვერ ვიტყვი.იმედი გვაქვს, დაიწყება სწრაფი ტემპით გამოძიება და ყველაფერი ნათელი იქნება",-განაცხადა ბარბარე რაფალიანცის ბებიამ თინა მექერიშვილმა, რომლის კომენტარიც "რუსთავი2"-მა გაავრცელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან