18:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 12:03:25, 952 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 56 ოჯახს დაეხმარება

სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს, მათ შორის 5 ხანძრის და 51 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში, 601 405 ლარი გამოეყოფათ.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. 

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 56-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს.

რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში  მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება “, - განაცხადა მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ.

კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწევა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 ოჯახს; ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 17 ოჯახს; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 ოჯახს; ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 ოჯახს; შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 ოჯახს; ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1 ოჯახს.

გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics