04:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 12:29:10, 721 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში 90 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად ხელვაჩაურში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, კიდევ ერთი 9 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო. ახალ სახლში საცხოვრებელი ფართი 121 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება - 11 მლნ ლარია.

"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში. ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 112 ეკომიგრანტი ოჯახი.

ასევე, ერგეში და სალიბაურში იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლით ჯამში 350 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics