00:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 15:58:10, 918 ნახვა

რეგიონი
კასპში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.

პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტთან, შემდეგ კი ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა.

ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის - კასპის ბატალიონის მებრძოლები - ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად.

კასპის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics