15:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 14:49:18, 969 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო

შუახევის  მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან, ნათელა გოგიტიძესთან და  მერიის, განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფლების უფროსთან, მარინა შარაშიძესთან ერთად, ხიჭაურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"სააღმზრდელო დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პატარებმა მიიღონ შესაბამისი სკოლამდელი განათლება. განახლდა ავეჯი, შეძენილი იქნა საბავშვო ლიტერატურა, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.

მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი, მათ შორის ხიჭაურის სააღმზრდელო დაწესებულება ავტორიზაციისთვის ემზადება. მასწავლებლებს გავლილი აქვთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები სხვადასხვა მიმართულებით.

დღესვე, ომარ ტაკიძე ჭვანის ბაგა-ბაღში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.

მუნიციპალიტეტში სულ 14 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღია, სადაც 450-მდე აღსაზრდელია",- ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics