13:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 12:15:12, 1757 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძემ, დავით ჭიჭინაძემ და გიორგი ხაინდრავამ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად ბრიგადის ტერიტორიაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახლადგარემონტებული ყაზარმა და სასადილო დაათვალიერეს. სტუმრები სასწავლო აუდიტორიაში სამხედრო მოსამსახურეებსაც მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ქართულმა ჯარმა ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე უნდა იმსახუროს.

„ თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს 2020 წელს, მისივე გადაწყვეტილებით, დაიწყო და ამჟამადაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარება 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. იგეგმება მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება. გასულ ორ წელიწადში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics