|
2015-02-04 21:28:20, 1273 ნახვა
Lifestyle
თინა ხიდაშელი „თავისუფალ თაობას“: შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო
„თავისუფალი თაობის“ მიერ გამოქვეყნებულ სიას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები დეზერტირობაში არიან დადანაშაულებული, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა. დეპუტატს აინტერესებს, ამ ამბის ავტორებს ჰყავთ თუ არა შვილები. „აი შვილების სიების კეთება რომ მოიფიქრეს, მოიძიეს, გამოაქვეყნეს, გააშუქეს და ა.შ. ამ ამბის ავტორ-შემოქმედებს შვილები არ ყავთ, არც აპირებენ რომ ყავდეთ, თუ გონიათ რომ მათნაირი არამზადები ხვალ რომ ისევ იბოგინებენ აქ ქვეყანაში მათ შვილებს დაინდობენ წაქცეულზე წიხლის მიმყოლების რიგში ჩამდგარი უსუსურები. არ გავიგო ეხლა დეპუტატი ხარ და ასე არ უნდა წერდეო. შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო. მიშა როცა თეთრ ცხენზე იჯდა მაშინ გაგებედათ იქნებ დღეს ვინმეს მოესმინა კიდეც თქვენთვის“, - წერს თინა ხიდაშელი. შეგახსენებთ, ორგანიზაცია „თავისუფალმა თაობამ“ დღეს „რეპორტიორის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ სახელსზოგიერთი პოლიტიკური პარტია ეფარება და მათ ხარჯზე ცდილობენ, უკრაინის მთავრობაში მაღალითანამდებობები დაიკავონ. ამ დროს, თავიანთი შვილები, რომელთაც უკვე ასაკობრივი და ფიზიკური მზაობაგააჩნიათ, არათუ უკრაინაში არ მიდიან საომრად, არამედ საქართველოშიც არ აქვთ მოხდილი სამხედროვალდებულება, ხოლო მათი მშობლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებენ, საქართველოში შეწყვიტონ ხელშეკრულება და უკრაინა-რუსეთის ომში წავიდნენ“, - განაცხადეს „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)