10:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 18:41:16, 934 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფროამციით, შეჯიბრში ერთმანეთს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.  

ასპარეზობისთვის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან, შიდა ჩემპიონატების საშუალებით, თითო წონით კატეგორიაში ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა. ტურნირი 60, 66, 73, 81, 90, 100, 100 + კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით ჩატარდა. 

გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. ტურნირის ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის თასი სპეციალური ოპერაციების ძალებს გადაეცათ. მათ პირველობა ოთხ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. 

ჩემპიონატი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა.  ასპარეზობას ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics