10:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 10:59:01, 3253 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კლინიკა „მედფალფაში“ 24 პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეგიონში გამოჯანმრთელებულია 31 პირი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმის კლინიკა „მედფალფაში“ კორონავირუსზე 24 პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეგიონში გამოჯანმრთელებულია 31 პირი.

მისი თქმით, ჩატარებული 4300-ზე მეტი კვლევიდან, დაახლოებით 1000 სამედიცინო პერსონალია გამოკვლეული.

„რეგიონში რეგისტრირდება 31 გამოჯანმრთელებული პირი. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ 24 პაციენტი მკურნალობს და ყოველდღე ველოდებით საკონტროლო კვლევის შედეგებს, განმეორებითი კვლევის შედეგებს. შესაბამისად, განკურნებულ პირთა რაოდენობა მოიმატებს ყოველდღიურად. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ახალი შემთხვევები გვექნება მინიმალური. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი სიტუაცია, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემდგომი განვითარების პროგნოზი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე. რაც შეეხება სულ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, სულ ჩატარებულია 4300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და მათ შორის დაახლოებით, 1000 არის სამედიცინო პერსონალი. ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 36 შემთხვევა რჩება აღრიცხული, მაგრამ მათ შორის 9 პირი არის უკვე განკურნებული. ქობულეთის კლასტერიდან სამი სოფელი, რომელიც ჩაკეტილია, იზოლაციაში მყოფ პირებს მოეხსნათ იზოლაცია, მაგრამ სოფლები რჩება ისევ მაღალი რისკის ზონად“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics