16:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 13:52:51, 1078 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება გვაქვს

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება ხდება.

ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს საია-ს დასკვნის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე მკაცრი რეაგირება არ ხდება.

„ჩვენ სისტემაში საკმაოდ მკაცრად ვრეაგირებთ არასათანადო მოპყრობაზე, თუკი ასეთ დაფიქსირდება. მე ამ დოკუმენტს არ ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაწესებულების ერთ-ერთი დირექტორი პასუხისგებაში მივეცით, იმიტომ, რომ მას გაეპარა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა პატიმარზე იძალადა. იმ ადამიანმა მოიხადა თავისის სასჯელი. ასევე უმკაცრესი რეაგირება ხდება ჩვენი მხრიდან ყველა მსგავს შემთხვევაზე, თუკი ასეთი ფიქსირდება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics