12:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 10:23:52, 1003 ნახვა

მსოფლიო
FIFA-ს პრეზიდენტის პოსტზე კვლავ იოზეფ ბლატერი რჩება

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) პრეზიდენტის პოსტზე კვლავ იოზეფ ბლატერი რჩება.

გუშინ ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგად კი პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.  კანდიდატებს შორის 140 საჭირო ხმა ვერავინ დააგროვა. ბლატერმა 133 ხმა მიიღო, მისმა ერთადერთმა კონკურენტმა იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალი ჰუსეინმა  - 73.

პირველი ტურის შედეგების შემდეგ ჰუსეინმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

79 წლის იოზეფ ბლატერი FIFA-ს 17 წელია ხელმძღვანელობს, ამ თანამდებობაზე კი იგი 2019 წლამდე დარჩება.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მთავარმა სპონსორებმა განაცხადეს, რომ FIFA-ს შერყეული რეპუტაციის აღსადგენად ბლატერისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics