13:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 14:13:56, 1284 ნახვა

მსოფლიო
გიუმრიში მყოფ რუს სამხედროებს ხელმძღვანელობამ ქალაქში გასვლა აუკრძალა

გიუმრიში განლებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეებს ქალაქში გასვლა აუკრძალა, -  ამის შესახებ გაზეთი „ჩოროდ იშხანუთიუნი“ იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, ოჯახიანი სამხედრო მოსამსახურეებს სახლებში სპეციალური ტრანსპორტით არიგებენ, ხოლო უცოლოებს ბაზაზე ტოვებენ.

სამხედრო მოსამსახურეებს აკრძალული აქვთ ქალაქში გამოჩენა, კაფეში და სხვა ადგილებში შესვლა.

გაურკვეველი დროით, დაკეტილი რუსული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც გიუმრიში რუსეთის საკონსულოს ეგიდით მოქმედებს.

გაზეთის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების ცოლები საყიდლებზეც კი არ დადიან და მათთან პროდუქტები სომეხ მეგობრებს მიაქვთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics