15:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 14:52:37, 482 ნახვა

სამართალი
მთავარ პროკურატურაში გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს კითხავენ

მთავარ პროკურატურაში გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ ქაჯაიას, კითხავენ.

დაკითხვაზე შესვლამდე ქაჯაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გაახმაურა, თუ რა საქმეზე აქვს გამოძიებას მასთან კითხვები. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მას აფრასიძეების საქმეზე კითხავს.

ამასთან, როგორც დაკითხვამდე  ზურაბ ქაჯაიამ განაცხადა, უკრაინაში დაღუპული სამხედროს  გადმოსვენებასთან დაკავშირებით გუშინ  გაფრენას აპირებდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. ადვოკატის ინფორმაციით, ის ჯერ კიდევ გუშინ  აეროპორტიდან პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც გვიანობამდე იკითხებოდა. მისივე განმარტებით, ზურაბ ქაჯაია დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფება.

შეგახსენებთ, 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას მამა -შვილი- ევგენი და ომეხ  აფრასიძეები დაიღუპნენ. სპეცოპერაციისას ასევე ძმები  გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს, რომლებიც 2013 წელს  ამნისტიით გათავისუფლდნენ. ციხის დატოვების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ სამართლიანობას აღადგენდნენ.საქმის გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics