22:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 17:43:46, 3403 ნახვა

კულტურა
Soft Eject, LENINGRAD, Loudspeakers - Tbilisi Open Air-ი გრძელდება

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფი SOFT EJECT-ი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში მსმენელის წინაშე დღეს წარსდგება.

მუსიკალური ფესტივალის დღევანდელი ჰედლაინერი რუსული ჯგუფი "ლენინგრადი“ იქნება. ფესტივალის მთავარ სცენას  ჯგუფის წევრები 23:00 საათზე დაიკავებენ. "ლენინგრადის" გარდა დღეს Tbilisi Open Air-ის სცენაზე გამოვლენ: Loudspeakers, Friendly Mosquito და სხვები.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური ფესტივალი Tbilisi Open Air 18 ივნისს დასრულდება. ფესტივალს ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Archive დახურავს.

ცნობისთვის, Tbilisi Open Air-ი საქართველოში 2009 ტარდება. მას შემდეგ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: DDT, DEEP PURPLE, AQUARIUM, BLACK LABEL SOCIETY, PLACEBO, ბეთ ჰართი, სტივ ვაი და სხვებმა.

ისევე როგორც გასულ წელს, ფესტივალზე ამჯერადაც რამდენიმე სცენა მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics