20:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 18:18:33, 1063 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი „Google“-ს მონოპოლიურ ქმედებებში სდებს ბრალს

ევროკავშირი „Google“-ს ანტიკონკურენტულ ქმედებებში სდებს ბრალს.

კონკურენციის საკითხებში ევროკომისარის, მარგარეტ ვესტაგერის განცხადებით, კომპანიამ საკუთარი პროდუქტების პოპულარიზაციის გზით კონკურენციის შესახებ კანონი დაარღვია.

მისი თქმით, იგი შეშფოთებულია იმ უსამართლო უპირატესობით, რომელსაც „გუგლი“ საძიებო სისტემაში საკუთარ პროდუქტებს აძლევს.

ასევე ცალკე ჩატარდება გამოძიება „გუგლის“ მიერ მობილური ოპერაციული სისტემის Android-ის ხელშეწყობის საკითხზე.

მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევისათვის შესაძლოა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ჯარიმა დაეკისროს.

„გუგლს“ 10 კვირა აქვს იმისათვის, რომ ევროკომისარის ბრალდებებს უპასუხოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics