20:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 13:24:02, 842 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზედა აჭყვაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია

მიმდინარე წლის 8-9 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა აჭყვა დააზიანა.

აჭარის მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწის მასების ჩამოშლის შედეგად დაზიანდა კონცელიძეებისა და ჯინჭარაძეების საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა. მეწყერმა ასევე საფრთხე შეუქმნა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ სახლს. გაწმენდითი სამუშაოების დაწყება მეწყრული პროცესების დასტაბილურებამდე ვერ ხერხდებოდა.

ადგილზე სამუშაოებს უკვე მეორე დღეა აწარმოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა,  მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მიწის მასებისაგან განთავისუფლება.

რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც მეწყერმა დააზიანა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ადგილობრივი კომისიის დასკვნამდე საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოფელ ზედა აჭყვის მკვიდრი სამი ოჯახის ალტერნატიულ ფართში ქირით გაყვანის თაობაზე. ავთანდილ გორგილაძის, ზიანი ცინარიძისა და ამირან კონცელიძის ოჯახები დაბა ჩაქვში იცხოვრებენ. საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხას სრულად ანაზღაურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics