17:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 17:05:12, 1507 ნახვა

კომენტარი
სამნიძე - კობახიძის განცხადება შუღლის გაღვივებისკენ არის მიმართული

რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული, - ასე გამოეხმაურა "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატი ხათუნა სამნიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაციის კაცი უწოდა.

სამნიძის თქმით, კობახიძის განცხადება მიზნად ადამიანის უფლებების დამცველების დისკრედიტაციაას ისახავს. 

"ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვას. რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული და პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია და გამოცხადდნენ, თურმე მძიმე რეპუტაციის ადამიანებად", - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავდნენ,  ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.

მომხდარ ფაქტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის კაცი" უწოდა. "თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა ეკუთვნის", - თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics