2021-07-28 11:08:47, 880 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვაა.
„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან, იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც წარმატებული იყვნენ იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება. ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი, ეს ბერკეტებია იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან