22:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 10:00:09, 1471 ნახვა

სამხედრო
მე-11 ბატალიონმა GDRP-T ფარგლებში წვრთნები დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-7 როტაციის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

სამხედრო სწავლების პერიოდში მე-11 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული.

სამხედრო სწავლებაში განსაკუთრებული ადგილი ტაქტიკურ მართვას, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირებას, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარებასა და აღსრულებას დაეთმო. სწავლებაში ჩართულები იყვნენ საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები. მე-7 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, 1-ლი დივიზიის, 1-ლი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი - „ასკალონ“ უწევდა.

GDRP-T მე-7 როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics