15:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 11:32:30, 1071 ნახვა

კომენტარი
სუბარი: დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესს აფასებს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, დღევანდელი პროკურატურისა და ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა.

„დღევანდელი პროკურატურისა და დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში. დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაა ის რომ 2 თვეში კი არ მთავრდება ყველა სასამართლო პროცესი, არამედ ყველა სასამართლო პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ითხოვს რეალური მტკიცებულებების წარდგენა და რეალური დებატები მხარეებს შორის“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეჭიაურმა თავისი ემოციები არასწორად, მაგრამ ღიად გამოთქვა.

„რაც შეეხება მეჭიაურის განცხადებას მემგონი მან უბრალოდ გამოხატა - მართალია არასწორი ფორმით, მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა იმ ზეიმით რაც ნაციონალებმა მოაწყვეს ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები. საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი და ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა ნაციონალების მიმართ. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics