03:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 13:38:08, 7911 ნახვა

კულტურა
კინო მუზეუმში - „უარყოფითი რიცხვები“

13-18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, თიბისისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, უტა ბერიას სადებიუტო ფილმის – „უარყოფითი რიცხვების" ჩვენებები ჩატარდება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საქართველოში ფართო აუდიტორიამ ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წელს იხილა. ფესტივალზე "უარყოფით რიცხვებს"  ორი ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი - „ადამიანთა უფლებები კინოში".

„უარყოფითი რიცხვები“ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმია. სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა დაწესეულებაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირ ნიკას, მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

ჩვენებებს, რეგულაციების სრული დაცვით, ყოველდღიურად მხოლოდ 150 ადამიანი დაესწრება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: tkt.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics