08:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 09:31:11, 924 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა

ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა და აპრილამდე ხმის მიცემის უფლება შეუჩერა.

რუსულ მხარეს ასევე დაეკისრა ვალდებულება, უახლოეს 24 საათში გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო.

ასამბლეის გადაწყვეტილება არაადეკვატურად შეაფასა რუსეთის დელეგაციამ და სანქციების საპასუხოდ 2015 წლის ბოლომდე ევროსაბჭოს სხდომებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის ასამბლეაში უფლებამოსილების საკითხს ასამბლეა ხელმეორედ აპრილში განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics