11:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 13:54:33, 7056 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - კომპანიამ, რომელთანაც ტესტების შესყიდვაზე შეთანხმება დავდეთ, შეგვატყობინა, რომ მათი ზოგიერთი ტესტი წუნდებულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კომპანიამ, რომელთანაც ტესტების შესყიდვაზე საქართველოს შეთანხმება ჰქონდა მიღწეული, ქვეყანას თავად შეატყობინა, რომ მათი ზოგიერთი ტესტი წუნდებული აღმოჩნდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ანულირებულია

„იმ კომპანიასთან, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებში იმყოფებოდა ევროპის სხვა ქვეყნებთან და მან თავად შეგვატყობინა, რომ ზოგიერთი მისი ტესტი აღმოჩნდა წუნდებული, რის გამოც პარტიები მთლიანად გაჩერდა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მანამდე, ვიდრე ეს ტესტი ქვეყანაში შემოვიდოდა. ამდენად, ეს ხელშეკრულება არის მთლიანად ანულირებული და ამ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ ვაგრძელებთ. არის ალტერნატიული კომპანიები, რომლებიც ემყარება სხვადასხვა სარწმუნო შეფასებას მათი რეპუტაციის და შესაძლებლობების შესახებ. ეს კომპანიები დღეს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ყველასთვის ცნობილია, როგორც ჩინეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში წუნდებულ ტესტებთან მიმართებაში გვთავაზობს მცირე რაოდენობის ტესტების წინასწარ შემოტანას ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ტესტის ვალიდურობის შეფასება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics