09:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 04:01:04, 1086 ნახვა

მსოფლიო
მარტინ შულცი: საბერძნეთს არა ფინანსური არამედ ჰუმანიტარული დახმარება დაჭირდება

"ვფიქრობ დღეიდან საბერძნეთს არა ფინანსური, არამედ ჰუმანიტარული დახმარება დაჭირდება" -ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა.

შულცი დარწმუნებულია, რომ საბერძნეთის მოქალაქეები რამდენიმე დღეში უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

"დარწმუნებული ვარ, რომ  რამდენიმე დღის, ან კვირის განმავლობაში, ევროზონის სამიტზე მოგვიწევს განვიხილოთ, საბერძნეთის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავადმყოფები, პენსიონერები და ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ დრამატული ვითარების გამო, რომელიც ციპრასის ხელისუფლებამ თავს მოახვია ბერძენ ხალხს." -განაცხადა მარტინ შულცმა.

შეგახსენებთ, პირველადი ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 541 ათასი ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოვლინდა, კრედიტორების მოთხოვნას ბერძნების 61,03 %-მა უარი უთხრა.

38,07% კი თანახმაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics