23:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 23:30:08, 2640 ნახვა

Lifestyle
სერიალ Glee-ს მსახიობი არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიის შენახვის გამო ციხეში მოხვდა

35 წლის მარკ სალინგმა არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიის შენახვაში თავი დამნაშავედ სცნო, რის შემდეგაც კალიფორნიის სასამართლომ მსახიობს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

გათავისუფლების შემდეგ სალინგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ 20 წლის განმავლობაში დარჩება. აგრეთვე მას მომავალში არასრულწლოვნებთან მიახლოვება, ლაპარაკი და სხვა სახის კომუნიკაცია მესამე პირის ზედამხედველობის გარეშე აეკრძალება. მსახიობს აგრეთვე  სკოლების ეზოებში შესვლა და მათთან 30 მეტრის რადიუსში ყოფნა, პარკებში სეირნობა, საერთო მოხმარების ბასეინებში და სათამაშო მოედნებზე სიარული აეკრძალება.  ამ ყველა აკრძალვას არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულის იძულებითი ფსიქოლოგიური მკურნალობაც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით  2015 წლის დეკემბერში საკუთარ სახლში კალიფორნიის შტატში პოლიციის მიერ იქნა დაკავებული. გამომძიებლებმა სალინგის პერსონალურ კომპიუტერში არასრულწლოვნების მონაწილეობით 50 000 სექსუალური შინაარსის შემცველი ფოტოსურათი აღმოაჩინეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics