14:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 16:15:10, 810 ნახვა

ეკონომიკა
პაატა შეშელიძე: ლარის დასტაბილურებისათვის ხელისუფლებამ სამთავრობო პროექტებზე უარი უნდა თქვას

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, პაატა შეშელიძის შეფასებით, ლარის კურსის დასტაბილურებისათვის მთავრობამ გაზრდილ ხარჯებზე უარი უნდა თქვას, მათ შორის, სამთავრობო პროექტებზე გაწეულ ხარჯებზეც.

მისივე შეფასებით, მთავრობამ ახალი რეგულაციები აღარ უნდა შემოიღოს და საგადასახადო ლიბერალიზაცია უნდა დაიწყოს.

„ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე გავლენა აქვს. როდესაც რესურსები სამთავრობო  პროექტებზე იხარჯება, ეს რესურსები კერძო სექტორს აკლდება. კერძო  სექტორი  ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო კი ბიუროკრატიულ  ინტერესებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს თანხები რა მიმართულებით იხარჯება. უამრავი დარგია, სადაც პროექტების წამოწყება  კერძო სექტორსაც შეეძლო, მაგალითად ჯანდაცვის სფერო. ამას ბიზნესი უფრო ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით გააკეთებდა. ბიუჯეტის კორექტირება აუცილებელია, არ გვაქვს ფუფუნება, ასეთი მაღალი ხარჯების მქონე მთავრობა შევინახოთ“, - განუცხადა შეშელიძემ "ექსპრესნიუსს".

მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურებით გამოწვეული შედეგები უკვე სახეზეა, რაც ბევრი კომპანიიის გაჩერებასა და ზოგადად მოსახლეობაში შემოსავლების შემცირებაში მდგომარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics