23:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:18:17, 519 ნახვა

სამართალი
შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა კომისიის წევრებმა შიდა ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრები - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე და შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკანონმდებლო სიახლე, რომლებიც შსს-ს ინიციატივით 2014 წელს შეიმუშავეს, ასევე, განხორციელებული კამპანიები და აქტივობები. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ის პრაქტიკული ხარვეზები, რაც სამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებობს. შეხვედრის მიზანი იყო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხელშეწყობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics