00:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 22:58:59, 855 ნახვა

სპეციალური ანონსი
12 იანვრის სპეციალური ანონსი

12 იანვარს, 10:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა დარბაზს გახსნის.

12 იანვარს, 10:00 საათზე, “თავისუფალი საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, თენგიზ ომანიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: “თავისუფალი საქართველო” პარტია “გირჩს” სოლიარობას უცხადებს“.
მის: ონიაშვილის ქ. #80
საკონტაქტო პირი თენგიზ ომანიძე - 599 299 338 

12 იანვარს, 10:45 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება განახლებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია ჩაატარებს. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

12 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის-საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია გაიმართება. 
თემა: ჩინეთი: „ადამიანი, რომელიც მთებს ძრავს, პატარა კენჭებით იწყებს“. 

12 იანვარს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (დარბაზი სანადიმო) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

12 იანვარს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიის თავმჯდომარეები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics