17:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 16:02:57, 837 ნახვა

რეგიონი
ხულოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ

22 ოქტომბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმები, ქალებსა და ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციის მიღება ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ხოლოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადგილზე ყველა პროფილის პედიატრი: ქირურგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი , ინფექციონისტი, ნეონატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ტრავმატოლოგი და გინეკოლოგი მოემსახურება.

აქციის ფარგლებში პორტატული ულტრაბგერის (ექოსკოპის) აპარატით განხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევაც, ასევე კარდიოექოსკოპიური და ნეოროსონოსკოპიური კვლევები . ასევე ჩატარდება ქალთა გინეკოლოგიური კონსულტაციაც.

პაციენტებზე გაიცემა სამკურნალო დანიშნულებაც და საჭიროებისამებრ მოხდება მათი მიზნობრივი რეფერირება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.

ტელ: (0422) 255 05 05

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics