00:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 12:53:11, 912 ნახვა

სამხედრო
ამერიკის საელჩო სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში აშშ-ის საელჩო  აშშ-ში მომხდარი ავტოკატასტროფისას   საქართველოს შეიარაღებული ძალების კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

"ელჩი ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო საშინლად დაამწუხრა ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ავტოკატასტროფაში, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა. კადეტები, ღორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, ღორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წითებში",-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics