01:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 18:38:44, 1501 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - ბოლომდე და ყველგან ბრძოლა, მათ შორის არჩევნებზეც-იყო სწორი

ბოლომდე და ყველგან ბრძოლა, მათ შორის არჩევნებზეც-იყო სწორი. - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, პარტია მოყვება ერთადერთ სწორ გზას, გადაარჩინონ ქვეყანა.

 

ბოლომდე და ყველგან ბრძოლა, მათ შორის არჩევნებზეც-იყო სწორი. რა ხრიკს არ მიმართეს, იძულებული გავეხადეთ, ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლაზე უარი გვეთქვა, მათ შორის ჩვენი ლიდერების შეწყალებით მანიპულაციის გზით...სამარცხვინო კამპანია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოეს რეჟიმთან გარიგების თაობაზე...4 ოქტომბერს დაგეგმილ პროვოკაციაზე ჩვენი 'მიბმის' უსუსური მცდელობა...

არაფერმა გაჭრა.

მივყვებით ერთადერთ სწორ გზას-იბრძოლო ქვეყნის გადასარჩენად ყველგან, ყოველთვის და შენი ძალების სრული მობილიზაციით.

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის თაობაზე, ამ გზის სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გააძლიერა რწმენა-ეს ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე გაგრძელდება. საქართველო არ იქნება რუსეთი, ქართველი აღარასოდეს იქნება რუსების მონა, საქართველოს მოქალაქეს ვერავინ წაართმევს ვერც ხმის უფლებას, ვერც უფლებას იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება მისი შესაძლებლობების საკუთარ ქვეყანაში რეალიზაციის შესაძლებლობა.

ესაა ის, რისთვისაც 'ლელო' გააგრძელებს ბრძოლას, რამდენჯერაც არ უნდა 'აგვკრძალონ' რუსებმა. - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics