18:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 20:55:08, 1033 ნახვა

სპეციალური ანონსი
„ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება

ხვალ, 29 ნოემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 22-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024  გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 14:00 სთ-ზე, გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაათვალიერებს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენა 29 ნოემბრიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 სთ-მდე ტარდება. დასწრება უფასოა.

გამოფენის  ფარგლებში, 30 ნოემბერს,  ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის WOWAYZ სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი ედვინ ჰუბერსი  (Edwin  Huybers) ორ   ტრენინგს 11:30-13:00 სთ-ზე (პირველი ტრენინგი) და 15:00-17:30 სთ-ზე (მეორე ტრენინგი) გამართავს. დასწრება თავისუფალია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics