00:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 11:46:35, 1641 ნახვა

სპეციალური ანონსი
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

2023 წლის 9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კომერციის დეპარტამენტში, აშშ-ის ხაზინაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

"ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე  ბო ლის. 

ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია ლაშა ხუციშვილის გამოსვლა მაღალი დონის დისკუსიაზე: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება".

მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics