01:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 10:55:24, 1941 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა.

დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა.

41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა.

წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სწავლება მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებას, სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების კოორდინაციას, ოპერაციების სინქრონიზებასა და ახალი სისტემების გამოცდას ისახავდა მიზნად.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics