03:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 12:46:01, 478 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს ბევრი რამ შეუძლია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, შს მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრის განცხადება, გარკვეული ძალების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით შესასწავლია. 

 „მინისტრის განცხადება უფრო ღრმად შესასწავლია, ბუნებრივია, მას აქვს თავისი ცნობები. მე არ მაქვს ეს ინფორმაცია ამიტომ არ ვიცი ის რას ეყრდნობა. რაც შეეხება იმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა შეუძლია და რა არა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს ბევრი რამ შეუძლია. ამიტომ, თუ რაიმე განზრახვა ვინმეს აქვს და მინისტრმა ამის შესახებ იცის, ის გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics