08:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 19:03:59, 638 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჯაფარიძე ეკა ყურშიტაშვილზე: ისეთი ვერსიები მისცეს, თვითონ ეცინება

„ისეთი ვერსიები მისცეს, რომ თვითონ ეცინება“, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე ეკა ყურშიტაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის უარყოფს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს  დავით ცინარიძეს იცნობს.

„სტატუსები ააღებინეს, FB პროფილი გააუქმებინეს, მაგრამ ისეთი ვერსია მისცეს, რომ თვითონ ეცინება, თან ძალიან“, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია.
ეკა ყურშიტაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს:  „არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ“, შემდეგ კი, „ფეისბუქს“ აუქმებს.
მოგვიანებით კი კომენტარს აკეთებს და უარყოფს, რომ იმ მომენტში ის დავით ცინარიძეს ურეკავდა.  
„არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი.  გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ“, - განაცხადა ეკა ყუშარაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics