15:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 11:53:35, 6468 ნახვა

სამხედრო
41 მედალი - ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს

25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი მოიპოვეს.

5 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აიღეს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეება ტრენაჟორზე ნიჩბოსნობაში. წარმატებით იასპარეზა მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა. მისმა წევრებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. ოქროს მედალოსნები გახდნენ ველოსპორტში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - ალუდა სეთურიძე, ირაკლი კუჭუხიძე და ლაშა ადეიშვილი. სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს. წარმატებული იყო შეჯიბრი ბირთვის სროლაში, რომელშიც თემურ დადიანი და თენგო შუბითიძე - ოქროს, მანუჩარ ნაყიშაშვილი - ვერცხლის, სანდრო ხუჯაძე კი, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. ორი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი აიღეს სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სროლაშიც, რომელშიც ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძალოსნობაში (115კგ) ოქრო, ცურვაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო კაპრალმა თემურ დადიანმა.

კალიფორნიაში გამართული „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშების“დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართება. აღნიშნულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 300 დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 16-კაციანი გუნდმა.

„საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 2014 წლიდან იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს სამხედრო მოსამსახურეებმა 38 მედლის მოპოვება შეძლეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics