15:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 15:05:59, 5091 ნახვა

სამხედრო
„კრწანისში“ ახალი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის მშენებლობა დაიწო

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, JTEC-ის ტერიტორიაზე ახალი სამეთაურო-საშტაბო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის (CSTC) შენობის საძირკველში დროის კაფსულა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.

კაფსულაში სიმბოლურად ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მოაწერეს.

სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი საერთაშორისო და ეროვნული დონის მნიშვნელოვან საშტაბო სწავლებებს უმასპინძლებს. 2022 წელს ცენტრში ნატო-საქართველოს სწავლება გაიმართება. ერთ შენობაში იქნება განთავსებული სწავლების კონტროლი ყველა ელემენტით, რაც სხვადასხვა სახის სწავლების ერთიან სივრცეში გამართვის შესაძლებლობას შექმნის. ახალი ინფრასტრუქტურა საშტაბო სწავლებების კლასიფიცირებულ გარემოში ჩატარებისა და საერთაშორისო სწავლებებში დისტანციურად ჩართვის საშუალებასაც იძლევა. სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი, ასევე უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics