12:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 19:43:16, 743 ნახვა

ეკონომიკა
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა თბილისის ზოოპარკს 50 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) თბილისის ზოოპარკს 50 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა უგურ დელიკანლიმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დღეს ოფიციალური წერილით აცნობა.

„ბატონო გიორგი, მინდა გაცნობოთ, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შემდგომ, „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი წვლილი შეიტანოს თბილისში, ივნისის თვეში სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში. ამ მიზნით, ბანკი 50 ათას აშშ დოლარს ურიცხავს თბილისის ზოოპარკს აღდგენითი სამუშაოებისთვის“, - ნათქვამია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის უგურ დელიკანლის წერილში, რომელიც მან დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მისწერა.

ცნობისთვის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. 19-21 ივნისს, საქართველომ ბანკის მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics