16:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 10:47:45, 543 ნახვა

სამართალი
ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გემმა შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა.

სამართალდამრღვევის მიმართ გატარდა საჯარიმო სანქციები. კერძოდ, გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის 65000 ლარი და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics