11:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 15:34:17, 650 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ივნისში 174.9 მილიონი ლარით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა პირველი ივნისისათვის 174.9 მლნ ლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ივნისისათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 174.9 მლნ ლარით ანუ 1.35 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე მაისში დეპოზიტების მოცულობა 1.41 პროცენტით შემცირდა).

ამასთან, მაისში წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას, შესაბამისად 83.4 მლნ ლარით (ანუ 1.1 პროცენტით) და 91.5 მლნ ლარით (1.8 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  ივნისისათვის 34.14 პროცენტი შეადგინა - პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.40 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.42 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე -7.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა კი 81.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics