13:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-03 11:05:58, 1273 ნახვა

სამხედრო
მინდია ჯანელიძემ ავღანეთში ქართველ სამხედროებს ახალი წლის დადგომა მიულოცა

საქართველოს თავდაცვის  მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 2015 წლის დადგომა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა.

უწყების ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ახალი წელი მინისტრთან ერთად, მისმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა  რომან ჯოხაძემ მიულოცეს.

მინდია ჯანელიძემ საერთაშორისო მისიაში მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თავდაცვის მინისტრის მილოცვის შემდეგ, ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს საქართველოდან ტელეხიდის მეშვეობით ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics